“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

“საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო წესებით მიმდინარე არბიტრაჟში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ADC-ის სარჩელზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) სამეთვალყურეო საბჭო განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების დეტალებზე არც კონსორციუმის განცხადებაშია საუბარი, იმ არგუმენტით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

“ADC-ის სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობას და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.

„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია – ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის.

„ADC-მ და მისმა ინვესტორებმა საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღეს და ამისთვის, ყველა შესაძლო გზას მიმართეს. მათ პროექტში დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინეს.

ADC-ს კვლავ მიაჩნია, რომ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას, დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა და ძირი არ გამოეთხარა პროექტის წარმატებით დასრულებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევისთვის. მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება მის დასავლურ მომავალს. აღნიშნულ პროცესში, ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთთან და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას.

„ჩვენ წამოვიწყეთ საარბიტრაჟო საქმე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ფიდუციური ვალდებულება, დაგვეცვა ჩვენი ინვესტორების ფინანსური ინტერესები. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ მიგვეღწია ამ პროექტის წარმატებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ვმუშაობდით საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის შემდეგაც კი, რომ გამოსავალი მოგვეძებნა პროექტის გასაგრძელებლად.ყოველი ასეთი მცდელობა დაბრკოლებული ან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის მხრიდან, რამაც შედეგად ანაკლიის პორტის განვითარების დაყოვნება გამოიწვია. თუმცაღა, ჩვენ არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ”.

პრეისტორია:

ADC-ის აქციონერები არიან: „თიბისი ეიჩ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star (ბულგარეთი) და „Conti International“ (აშშ).

2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით ADC-ის მინიჭებული ჰქონდა ანაკლიის პორტის განვითარების უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია, რათა ძირი გამოეთხარათ ADC-ის და მისი ინვესტორებისთვის და წინ აღდგომოდნენ ADC-ის ძალისხმევას, განევითარებინა პროექტი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად.

ბატონმა ბობ მეიერმა, ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს-ნიდერლანდების ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი უფლებების დასაცავად. აღნიშნული დავა კვლავ მიმდინარეობს და არ დასრულებულა.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია

თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ…

“2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რისთვისაც ბაკურიანში შენდება ბიატლონის ინფრასტრუქტურა, ხოლო თბილისში – ყინულის სასახლე. პროექტირებისა და სამუშაოების…
ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის…
“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების…